გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსით საქართველომ რვა საფეხურით უკან დაიხია

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017-2018 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, საქართველომ 8 ადგილით უკან დაიხია და 137 ქვეყანას შორის, 66-ე ადგილიდან 67-ზე (4,3-იანი ქულით) გადაინაცვლა. 2016-2017 წლებში, საქართველო 59-ე პოზიციაზე იმყოფებოდა 138 ქვეყანას შორის და მისი სარეიტინგო ქულა 4,32 შეადგენდა.
გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა – სომხეთი (73-ე ადგილი), ხორვატია (74-ე ადგილი), უკრაინა (81-ე ადგილი), საბერძნეთი (87-ე ადგილი) და სხვა.
 
2017-2018 წლებში საქართველოს მდგომარეობა 2016-17 წლებთან შედარებით:
  • ძირითადი მოთხოვნები – 54-ე ადგილი, 4.8 ქულა (გაუარესდა 8 საფეხურით);
  • ეფექტიანობის მასტიმულირებელი – 75-ე ადგილი, 4.1 ქულა (გაუარესდა 6 საფეხურით);
  • ინოვაციები და განვითარების ფაქტორები – 112-ე ადგილი, 3.2 ქულა (გაუმჯობესდა 1 საფეხურით).
 
რეიტინგი ეყრდნობა საჯაროდ ხელმისაწვდომ (სტატისტიკურ) მონაცემებსა (WB; UNESCO; World Health Organization, IMF და სხვა) და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელ პირთა მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებს, რომელიც მოიცავს კითხვარების შევსებას ბიზნეს-სექტორის მიერ.
 
მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ინდექსი (GCI), რომელსაც განსაზღვრავს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, ზომავს მაკროეკონომიკური გარემოს ხარისხს, ქვეყნის საჯარო ინსტიტუტების მდგომარეობას და ტექნოლოგიური მზაობის დონეს.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად