გლდანში, თიანეთის ბაზარის მიმდებარედ, გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი რეალიზაციიდან ამოიღეს და გაანადგურეს

სურსათის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, გლდანში, ეგრეთ წოდებული თიანეთის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის განთავსებისა და რეალიზების შემთხვევები გამოვლინდა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

უწყებებმა გამოვლენილ დარღვევებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარეს, კერძოდ, ხორცი რეალიზაციიდან ამოიღეს და გაანადგურეს. მომხმარებელთა ინტერესების დაცვისა და მავნე სურსათის რეალიზების აღკვეთის მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სამსახურთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად