გლდანის რაიონში სახურავების რეაბილიტაცია წელს 34 მისამართზე განხორციელდა

გლდანის რაიონში ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში, ამორტიზებული სახურავი 34 მისამართზე რეაბილიტირდა.

სამუშაოების შედეგად მოწესრიგდა, როგორც ქანობიანი, ასევე, ბრტყელი სახურავები და რეაბილიტირდა წყალსაწრეტი მილები.
ჯამში, 34 სახურავისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 601 214 ლარი დაიხარჯა. ამ ეტაპზე, გამგეობის მიერ სამუშაოები კიდევ რვა მისამართზე მიმდინარეობს. გლდანის რაიონში მიმდინარე წელს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების“ პროგრამის ფარგლებში, სულ 70 პროექტი განხორციელდა. ამასთან, ამ დროისთვის სხვადასხვა სახის სამუშაო 26 მისამართზე მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად