ხვალ, გლდანის რაიონში რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება

ხვალ, 11 სექტემბერს ჯივიპი გლდანის VI მიკრორაიონში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

ხვალ, 11 სექტემბერს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გლდანის მე-6 მიკრორაიონში, N1 კორპუსის მიმდებარედ წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამით შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 11 სექტემბერს, 22:00 საათიდან 12 სექტემბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

გლდანის რაიონში:

მე-5 და მე-7 მიკრორაიონების ნაწილს, მე-6 მიკრორაიონს, ჯაბიძის, ხიზანიშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge

ამის შესახებ ინფორმაცას  gwp  ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად