გლდანის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ჩართულობით, 71 პროექტი განხორციელდა

გლდანის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, 71 პროექტი განხორციელდა, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 1 489 326 ლარი დაიხარჯა.

აღნიშნული პროექტით, სახურავს რეაბილიტაცია 23 მისამართზე ჩაუტარდა; წყალარინების ქსელი 15 მისამართზე შეიცვალა; შეკეთდა 13 დაზიანებული ლიფტი; საერთო სარგებლობის შიდა ინფრასტრუქტურის სამუშაოები – კიბეები, სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა და კარის განთავსება, სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია კი, ჯამში, 20 მისამართზე განხორციელდა.

აღმნიშნული პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს. ამხანაგობა კი სამუშაოების ღირებულების 5%-10%-ის ოდენობის თანხას ამხანაგობის ანგარიშზე ათავსებს, რომელსაც შემდგომ საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმარს.

კომენტარები
იტვირთება...