გლდანის მერვე მიკრორაიონის N17 კორპუსთან მშენებარე საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზა ეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს განაგრძობს. ამჯერად, საგზაო სამუშაოები მერვე მიკრო რაიონის N17 კორპუსთან მშენებარე საბავშვო ბაღთან სრულდება.

ბაღთან მისასვლელი გზის მოწყობა დაახლოებით, 2 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ხორციელდება. სამუშაოების შედეგად, უკვე მოეწყო ბორდიური, საფეხმავლო ბილიკები და ასფალტის მეორე ფენა საფარი იგება.

აღნიშნულ მისამართზე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის მიმდებარეთაც გრუნტის გზა იყო, ახლა კი, მოსახლეობა მოწესრიგებული, ასფალტისსაფარიანი გზით ისარგებლებს.

სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „იბერი“ ახორციელებს, დაახლოებით, 160 000 ლარი არის გათვალისწინებული.

მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორთან, კახაბერ გვანცელაძესთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, გულია გოცირიძესთან ერთად გაეცნო.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად