გლდანის მეოთხე მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანის მეოთხე მიკრორაიონში, N109 ა კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოების შედეგად დაახლოებით 2 000 კვ. მ ფართობზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი სივრცე, განათება, მოსასვენებელი პავილიონი, სასმელი წყლის სოკო და სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა განთავსდება.

სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული შპს ,,გია კონსტრაქშენ“ ახორციელებს, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 133 447 ლარია გათვალისწინებული.

მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად