გივი თარგამაძე: ვერსია არ მაქვს, მთავარია ლევან გვაზავა გადარჩეს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ–ერთი ლიდერი გივი თარგამაძე, რომელიც ამ წუთებში ინგოროყვას საავადმყოფოს ეზოში იყოფება, „აიპრესთან" საუბრისას აცხადებს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მას ვერსია არ აქვს.

„ახლა რომ მე რაიმე ვერსიაზე ვისაუბრო, ჩემი მხრიდან არასწორი იქნება, ლევანი ჩემი მეგობარია და მთავარია, რომ ის გადარჩეს“, – განაცხადა მან „აიპრესთან“ საუბრისას.

შინდისის გზაზე მომხდარი შემთხვევის დროს შს მინისტრის ყოფილი მოადგილის ლევან გვაზავას დეიდაშვილი რევაზ კ.–ა მოკლული. გვაზავას ახლობლები ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, რომ ლევან გვაზავა და მისი დეიდაშვილი სავარაუდოდ, ერთ–ერთ რესტორანში ერთად იმყოფებოდნენ. იქედან დაბრუნების შემდეგ, ლევან გვაზავას იარაღი შემთხვევით გაუვარდა, რასაც რევაზ კ.–ს სიკვდილი მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ფაქტის შემდეგ ლევან გვაზავამ თვითმკვლელობა სცადა.

მძიმედ დაჭრილ ლევან გვაზავას ინგოროყვას კლინიკაში უკვე საათნახევარია ოპერაცია უტარდება, როგორც "აიპრესთან" საუბრისას ინგოროყვას კლინიკის ექიმი აცხადებს, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ახლობლები და ოჯახის წევრები უარყოფენ ლევან გვაზავასა და მის დეიდაშვილზე შეიარაღებული თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად