გივი მიქანაძე: ციხეებში “კოვიდ-19”-თან ეფექტური ბრძოლის შედეგად, საქართველო ევროპის საბჭოს წარმატებული ქვეყნების რიცხვში მოხვდა

“ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გივი მიქანაძე აცხადებს, რომ თეა წულუკიანმა და მისმა გუნდმა სწორი გათვლებითა და ნაბიჯებით უზრუნველყვეს პენიტენციური სისტემის დაცულობა „კოვიდ-19“-სგან.

:„ევროპის საბჭომ გამოაქვეყნა სპეციალური ანგარიშები მოკლევადიან და საშუალოვადიან შეფასებებზე, რომელიც პენიტენციურ სისტემაში „კოვიდ-19“-თან ბრძოლის მექანიზმებს ეხებოდა. ამ ანგარიშების საფუძველზე, ძალიან ცხადად გამოიკვეთა, რაოდენ კარგად იყო მართული ეს პროცესები საქართველოში, რადგან 43 წევრ ქვეყანაში ევროსაბჭოში, სადაც ეს კვლევა ჩატარდა, საქართველო აღიარებულია რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, როგორც ლიდერი პენიტენციურ სისტემაში „კოვიდ-19“-თან ბრძოლის თვალსაზრისით. ეს არის დამსახურება თეა წულუკიანისა და მისი გუნდის, რომელმაც ზუსტად, სწორი გათვლებითა და სწორი ნაბიჯებით უზრუნველყო ამ სისტემის სრული დაცულობა. აქვე, არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო პენიტენციური სისტემის თითოეულ თანამშრომელს, რომელმაც ფაქტობრივად თავდადებითა და უდიდესი პასუხისმგებლობით გააკეთა საქმე, რომელმაც შედეგად მოგვცა ის, რომ პირველ რიგში ამ სისტემაში ჩვენ ინფიცირებული ადამიანი არ გვყავს და მეორე, საქართველომ კიდევ ერთხელ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, როგორც ლიდერი ქვეყანა კონკრეტული მიმართულების ფორმატში „კოვიდ19“-თან ბრძოლის თვალსაზრისით“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად