გივი მიქანაძე: სერგი კაპანაძე ჟურნალისტს აბულინგებს!

“სერგი კაპანაძე ჟურნალისტს, რომელმაც მისი განცხადების შესახებ გაბედა და მაყურებელს მოუყვა, აბულინგებს!” – ამის შესახებ პარლამენტარი პარტია “ქართული ოცნებიდან” გივი მიქანაძე სოციაურ ქსელში წერს და სერგი კაპანაძის სტატუსს აქვეყნებს, რომელიც “იმედის” ჟურნალიტს ნატალია მახვილაძეს ეხება.

პირველი კითხვა:
რა დაწერა ფეისბუქ სტატუსში კაპანაძემ, რასაც ეს ამბები მოყვა?
მან დაწერა – “არც არავინ უარყოფს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა”…
მეორე კითხვა: რა თემაზე დაწერა საერთოდ ეს სიტყვები?
– ის ცდილობდა (და პირველად არა) გაამართლებინა ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭრა რეზოლუციაზე, სადაც ეწერა, რომ თითქოს 2008 წლის 7 აგვისტოს (იგივე თარიღი იყო იქვე მითითებული ომის დაწყების დღედ) ქართველმა სამხედროებმა გაუფრთხილებლად დაიწყეს ცხინვალის დაბომბვა, გამოიყენეს მძიმე არტილერია და კასეტური ბომბები, საფრთხე შეუქმნეს მშვიდობიან მოსახლეობას და თითქოს რუსების შეტევა იყო საპასუხო…
მოკლედ, რაც ვერ გააფუჭეს, სიტყვით აბრალებენ საკუთარ ქვეყანას!
და სერგი ჟურნალისტს აბულინგებს…
P. S. ხალხი აკვირდება ჟურნალისტზე ზეწოლის ფაქტზე უფლებადამცველების რეაქციებს, ვნახოთ…” – წერს მიქანაძე.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...