გივი მიქანაძე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის (ASGP) შეხვედრაზე პრეზენტაციით წარსდგა

4-18 ოქტომბერს, ჟენევაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 139-ე ასამბლეის პარალელურად, პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის (ASGP) შეხვედრები იმართება, რომელში საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, გივი მიქანაძე მონაწილეობს.

1გივი მიქანაძე კოლეგების წინაშე პრეზენტაციით წარსდგა და მათ ღია მმართველობის ფარგლებში საქართველოს პარლამენტში განხორციელებული რეფორმებისა და მიღწევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს ვოიცეხ სავიცკის შეხვდა, სადაც პარლამენტების აპარატებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

გივი მიქანაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ასევე ირანელ, თურქ, ტაილანდელ, სომეხ და უკრაინელ კოლეგებთან.

ჟენევაში მიმდინარე შეხვედრაში მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის პარლამენტის აპარატის უფროსი მონაწილეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად