გივი მიქანაძე: ოპოზიციის საპროტესტო აქციებმა კოვიდ ვითარებაზე გავლენა იქონია

„ოპოზიციის მიერ გამართულმა საპროტესტო აქციებმა არსებულ კოვიდვითარებაზე გავლენა იქონია“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ ყოველდღიურად რამდენიმე ათასი ადამიანის ინფიცირების და ათეულობით გარდაცვალების შემთხვევის მომსწრენი ვართ. სწორედ ამ მასობრივი აქციების ფორმატში მოხდა ინფექციის უფრო მეტად გავრცელება“,  – განუცხადა ჟურნალისტებს გივი მიქანაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა აქციების ორგანიზატორებს გაეთვალისწინებინათ ქვეყანაში არსებული კოვიდვითარება.

„ხელისუფლების მხრიდან არაერთი მოწოდება იყო მოსახლეობის და აქციების ორგანიზატორების მიმართ, რომ გაეთვალისწინებინათ ეს ყოველივე. ჩვენ ვხედავთ და ძალიან სამწუხარო დინამიკას – ყოველდღიურად რამდენიმე ათასი ადამიანის დაავადების და ათეული მოქალაქის გარდაცვალების მომსწრენი ვართ. სწორედ ამ მასობრივი აქციების ფორმატში მოხდა ინფექციის უფრო მეტად გავრცელება. სწორედ ამიტომ მოვუწოდებდით მოქალაქეებს და აქციების ორგანიზატორებს, არ მომხდარიყო მსგავსი ფორმით შეკრებების გამოყენება, რამეთუ, შესაძლოა ამას სავალალო შედეგები მოეტანა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული სტანდარტები იმისთვის, რომ იზოლაციით, დისტანციის დაცვით, პირბადეებისა და ჰიგიენური საშუალებების გამოყენებით მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ ინფექციის შემდგომი გავრცელება“,  – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად