გივი მიქანაძე: ნიკა მელია ძალიან მძიმე სიტუაციაშია, მიხვდა, რომ არის მიხეილ სააკაშვილის პირადი პატიმარი

“ქართული ოცნების” დეპუტატი გივი მიქანაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილმა, რომელიც შეუერთდა შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს და შევიდა პარლამენტში, მიიღო გადაწყვეტილება, ამნისტიის კანონპროექტის თავისებური ინტერპრეტაცია წარედგინა, რასაც ისინი არ დაეთანხმნენ.

გივი მიქანაძემ კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საკითხზეც.

„ნიკა მელია აუცილებლად დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას, ამაზე მისი თანხმობა თუ იქნება. ამისი ორი გზა არსებობს, მიმდინარე საგამოძიებო პროცესში ეს არის გირაოს გადახდა, ხოლო საბოლოო ჯამში მას რა სტატუსიც უნდა ჰქონდეს, ის განთავისუფლებული იქნება პასუხისმგებლობისგან იმ ამნისტიის კანონით, რომლის პროექტიც დავაინიცირეთ და რომლის მიღებაც აუცილებლად მოხდება.

რაც შეეხება იმ განცხადებებს, რაც მელიას ადვოკატებმა წარუდგინეს საზოგადოებას, ჩვენ გვესმის, რომ ნიკა მელია ძალიან მძიმე სიტუაციაშია, მას ის გეგმა, რაც არსებობდა მის გმირად გამოცხადებასთან დაკავშირებით, ჩაეშალა, ვერ განხორციელდა. ნიკა მელია მიხვდა, რომ ის არის ერთი ადამიანის, კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის პირადი პატიმარი, მის მიერ გახლართულ ქსელში გაება და რეალურად, ეს ადამიანი ცდილობს ახლა, რომ რაღაცნაირად სახე შეინარჩუნოს, ისევ დაუბრუნდეს საზოგადოებას. ეს უკვე მისი გადასაწყვეტი არის, თუ როგორი ფორმით დაბრუნდება და აქედან გამომდინარე, მეტ სიღრმეში განხილვას ეს საკითხი არ საჭიროებს. საზოგადოება ხედავს, რომ მისი პარტია არის რადიკალურად განწყობილი, ქვეყანაზე და საზოგადოებაზე არ ფიქრობს; დღემდე არ შემოუერთდა შარლ მიშელის დოკუმენტს;

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...