გიუმრიში მომიტინგეებს და პოლიციელებს შორის შეტაკებები დაიწყო

გიუმრის საქალაქო პროკურატურის შენობის წინ გამართულ მიტინგზე დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები დაიწყო. ქალაქის ასობით მოქალაქე რუსი სამხედრო მოსამსახურის ვალერი პერმიაკოვის სომხეთში გასამართლებას ითხოვს. 

შეგახსენებთ, რომ რუსი სამხედრო გიუმრის 6 მოქალაქის, ერთი ოჯახის წევრების მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. 

პოლიციელებმა შეკრებილების დასაშლელად შესაშინებელი ყუმბარები გამოიყენეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, არიან დაზარალებულები და დაჭრილები. დაშავდა რამდენიმე სამართალდამცავიც. 

შეტაკებები დაიწყო მას შემდეგ, რაც სომხეთის პროკურატურაში განაცხადეს, რომ ეჭვმიტანილი ჯარისკაცის სომხური მხარისთვის გადმოცემის თარიღს ჯერ-ჯერობით ვერ ასახელებენ. დღისით პროკურატურა აცხადებდა, რომ რუსულ მხარესთან შეთანხმებით, ეჭვმიტანილი სომხეთში გასამართლდებოდა.

კომენტარები
იტვირთება...