გიული ალასანია: ვარდების რევოლუციის გმირი რომ გისოსების უკან წევს, ამით ვერ ვიქნები კმაყოფილი

ვარდების რევოლუციის გმირი რომ გისოსების უკან წევს, ეს მე არ მომწონს, ამით ვერ ვიქნები კმაყოფილი, – განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან, მას შემდეგ რაც გორის სამხედრო ჰოსპიტალი დატოვა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და პირობები გაუმჯობესებულია და შედარებაც არ შეიძლება იმ მდგომარეობასთან, რაც გლდანის ციხეში იყო.

“მდგომარეობა ბევრად უკეთესია, მაგრამ არის სუსტად, უჭირს სიარული, კუნთების პრობლემა აქვს. რეაბილიტაციას დასჭირდება საკმაოდ დრო, ექიმები და პერსონალი ძალიან მომეწონა და კმაყოფილი ვარ. საერთოდ არ ვარ კმაყოფილი იმით, რომ “ვარდების რევოლუციის” გმირი რომ გისოსების უკან წევს და ფანჯარას აქვს გისოსები, არ მომწონს, ვერ ვიქნები კმაყოფილი. სარკმელზე არის გისოსები, რაც, რა თქმა უნდა, დამთრგუნველია”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე მესამე დღეა, 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის მკურნალობას.

კომენტარები
იტვირთება...