გიული ალასანია: პრეზიდენტის განცხადებაში მომენტები მომეწონა, ჩემთვის ეს იმედის მომცემი იყო

მსჯავრდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედა გიული ალასანია, აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება მოეწონა და იმედის მომცემი იყო.

“სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში მომენტები მომეწონა, კრიტიკულად იყო განწყობილი თავისივე კოლეგების მიმართ. მან ხაზგასმით აღნიშნა რომ ეს არ არის ნებისმიერი პატიმარი, რომ ეს არის პრეზიდენტი და განსაკუთრებულ მდგომარეობაში იმყოფება და სიფრთხილისკენ მოუწოდა თავის კოლეგებს და ეს ყველაფერი მომეწონა. ჩემთვის ეს იმედის მომცემი იყო” – განაცხადა გიული ალასანიამ გადაცემაში “პოლიტიკური ამბები”.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: “კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სასჯელის აღსრულების დროს და ციხეში მყოფი, ექსპრეზიდენტი არ არის და ვერ იქნება რიგითი პატიმარი. იგი განსაკუთრებული პატიმარია, რამეთუ ყველა – ჩვენი საზოგადოება, ისევე როგორც , საერთაშორისო თანამეგობრობა, აკვირდება მის მდგომარეობას და მოითხოვს უმაღლესი სტანდარტების შესრულებას. ჩვენი ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, თუ როგორ მოვეპყრობით მას, და თუ როგორ იქნება დაცული მისი ღირსება, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.”

საქართველოს პრეზიდენტის სრული განცხადება შეგიძლიათ იხილოთ აქ: მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს, სამოქალაქო მულტიფუნქციურ კლინიკაში – იმეორებს ერი და ბერი ისე, რომ არ გააჩნიათ წარმოდგენა, რა საფრთხეებთანაა ეს დაკავშირებული

კომენტარები
იტვირთება...