გიული ალასანია: ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია… როგორც დედა ხანდახან ვამბობ – სად ჩამოვიდა-მეთქი

იმდენად ცოტა ხანი გვაქვს სასაუბროდ, რომ ამ თემაზე არ გვისაუბრია, – ასე პასუხობს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია “რეაქციის” წამყვანის ინგა გრიგოლიას კითხვას, რომ კმაყოფილია თუ არა მიხეილ სააკაშვილი და თავადაც ოპოზიციის საქმიანობით.

“მე რასაც ვუყურებ, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია. არის გამოსვლები, პროტესტი, მოთხოვნები. რა ქნას ამ შემთხვევაში ოპოზიციამ?! ხომ დავინახეთ ბათუმშიც რა ხდება? – ქვეყანა არის სამოქალაქო ომის წინაშე.

კითხვაზე, ხომ არ აქვს ინფორმაცია, ვინც დაარწმუნა სააკაშვილი ჩამოსვლაში? – პასუხობს:

“კონკრეტულად არ მახსოვს, მაგრამ ვიცი, რომ იყნენ ადამიანები, რომლებიც ეუბნებოდნენ, რომ უნდა ჩამოხვიდეო და იყვნენ ადამიანები, რომლებიც ეუბნებოდნენ, რომ არ ჩამოხვიდეო, რადგან რისკთან იყო დაკავშირებული. მაგრამ, მთავარი იყო მისი გადაწყვეტილება. მას ძალიან უნდოდა ჩამოსვლა და უკვე ვერაფერი ვერ შეაჩერებდა.

მე როგორც დედას ხანდახან მაქვს ეჭვი, რატომ ჩამოვიდა, სად ჩამოვიდა, რატომ ჩაბარდა, მაგრამ ისიც მესმის, რომ ეს მისი გადაწყვეტილება იყო, რომელსაც ვერაფერი ვერ შეაცვლევინებდა”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

კომენტარები
იტვირთება...