გიული ალასანია: მიხეილ სააკაშვილმა ისეთი რა დანაშაული ჩაიდინა ამ ქვეყანაში, რომ ციხეში იჯდეს?

მსჯავრდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სმიხეილ სააკაშვილსი დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ მისი შვილი ციხეში შიმშილობის შესწყვეტას არ აპირებს.

გიული ალასანია ამბობს, რომ უნდა ჩატარდეს სასამართლო და გაირკვეს რატომ ჩასვეს მიხეილ სააკაშვილი ციხეში.

“შიმშილობა მისი გადაწყვეტილებაა და შეწყვეტას არ აპირებს, მე მივიღე ინფორმაცა რომ ექიმთა კონსილიუმი იქმნება და იქნება ერთიანი ძალებით შედეგი.
უნდა ჩატარდეს სასამართლო, რატომ ზის ეს ადამინი ხომ უნდა გაირკვეს ბოლოს და ბოლოს. დანაშაული რა ჩაიდინა ამ ქვეყანაში ისეთი, რომ უნდა იჯდეს. უნდა ჩატარდეს სასამართლო და ეს უნდა იყოს საჯარო, ყველამ დაინახოს და რამეზე გავიდეთ, ასე დაუსრულებლად ვერ გაგრძელდება.” – განაცხადა გიული ალასანიამ გადაცემაში “რეაქცია”.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და რუსთავი №12 ციხეში შეასახლეს. ის უკვე მე-12 დღეა შიმშილობს.

კომენტარები
იტვირთება...