გიული ალასანია: მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური განწყობა არის მძიმე, არ არის ის ძველებური ადამიანი, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ -როგორმე გავიყვანოთ თავისუფლებაზე, სხვა გამოსავალი არაა

მსჯავრდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანია დღეს ექსპრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა

გიული ალაასანიას თქმით, გუშინწინდელთან შედარებით, მიხეილ სააკაშვილმა ერთი კილო აქვს დაკლებული, ფერმკრთალია და სუსტად არის

„სისუსტე აქვს აშკარად, მაგრამ მთავარი არის, მისი ეს ფსიქოლოგიური განწყობა არის მძიმე მაინც, ძალიან მძიმეა, რადგან ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს გადატანილი ადამიანს.

ეს არის ძალიან თვალშისაცემი და იმიტომ ილაპარაკა ალბათ ადვოკატმაც. ადამიანი არის რაღაც დათრგუნული, არ არის ის ძველებური ადამიანი, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ. აუცილებელი გზავნილი, იმისი კი არა, ეს ჩემი სურვილია, რომ იყოს ადამიანი თავისუფალი და ჩვენ, ყველამ – თქვენ, ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ უნდა იმოძრაოს იმაზე, რომ როგორმე ეს ადამიანი გავიყვანოთ თავისუფლებაზე, სხვა გამოსავალი არ არის, ახლა მე, მაგალითად, გაოგნებული ვარ იცით რით? გუშინ უცებ მოვისმინე ერთი ბრძენი ადამიანის ასეთი განცხადება, რომ თურმე, ნუ იტყვი და აი, ამისმა 50-დღიანმა შიმშილობამ დააზიანა თურმე ოპოზიციური მოძრაობა, წარმოგიდგენიათ? სადმე ვინმეს გაუგია ასეთი ისტორიული ფაქტი, რომ გმირის გმირობა აზიანებდეს რაიმე მოძრაობას? ასეთი რამე გაუგია ვინმეს? აი, ასეთ მდგომარეობაში ვართ

მე არ ვიცი, ოპოზიციაშია თუ ვინ არის ეს ადამიანი, მაგრამ მოვისმინე ეს აზრი. არ ვიცი გზები, მე ვიცი, რომ მთელი საზოგადოების აქტიურობა არის საჭირო და დაუყოვნებლივი აქტიურობა, არავითარი შესვენება, როგორც გუშინ ის ადამიანი მოგვიწოდებდა, რომ თურმე საზოგადოება ისე დაიღალა ამის შიმშილობით, რომ ახლა უნდა წამოწვნენ მხართეძოზე და დიდხანს დაისვენონ, ასეთი რამე არ გამიგია.

მთლიანობაში არის ადამიანი ძალიან შეცვლილი. უჭირს სიარული, ესეც არის, რომ სიარული აშკარად უჭირ” – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ.

კომენტარები
იტვირთება...