გიროგი ვაშაძე: შეწყალების აქტით რურუა გათავისუფლდება სამშაბათს და ვიწყებთ ამნისტიის კანონის განხილვას, რომელიც შეეხება 20 ივნისს ჩადენილ დანაშაულს

27 აპრილს, პარლამენტში დარეგისტრირდება ამნისტიის შესახებ კანონონი, რის შემდეგაც, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეწყალების აქტს მიიღებს და გიორგი რურუა გათავისუფლდება.

ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პრეზიდენტის სასახლის დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელს და პარტიების წარმომადგენლებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

„ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა საბოლოო პროცედურა შეგვეთანხმებინა. პროცედურა იქნება შემდეგი – სამშაბათს ჩვენ ყველანი ერთად ვარეგისტრირებთ ამნისტიის კანონს პარლამენტში. ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა გვითხრა, რომ ამის შემდეგ იქნება შეწყალების აქტი მიღებული. ანუ, ეს ნიშნავს, რომ შეწყალების აქტით რურუა გათავისუფლდება სამშაბათს და ჩვენ პარლამენტში ვიწყებთ ამნისტიის კანონის განხილვას, რომელიც შეეხება იმ მუხლებს, რომლითაც პასუხისგებაში მიცემული არიან დღეს ადამიანები 20 ივნისს ჩადენილ დანაშაულზე, მათ შორის მელია, თამლიანი და ა.შ. ასევე, ყველა მხარემ გამოთქვა მზაობა, რომ პროცედურული საკითხებიდან გამომდინარე, რაც შეიძლება სწრაფად მოხდება ამ კანონის მიღება, რომ გათავისუფლდეს მელია საპატიმროდან, ხოლო რურუას გათავისუფლებას სამშაბათს ველოდები, ქალბატონმა ზურაბიშვილმა შარლ მიშელის თანდასწრებით თქვა, რომ სწორედ სამშაბათს მოხდება ამ პროცედურის რეალიზება.

ვწერთ კანონს სამშაბათამდე და ყველამ რომ იცოდეს, ამას უნდა რეალური მუშაობა და დრო. ბატონმა შალვამ თქვა, რომ ის აიღებს ამ ინიციატივას თავის თავზე. სამშაბათს შეგვაქვს ეს კანონი პარლამენტში, მივდივართ ფიზიკურად და შეგვაქვს, ეს არის შეთანხმების ნაწილი, ხდება მისი ინიცირება, ინიცირებასთან ერთად რურუას შეწყალება და რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივიღოთ კანონი, რომლითაც გათავისუფლდება მელია. ერთ კვირაში სამი მოსმენით კანონი ფიზიკურად ვერ მიიღება, დანარჩენი, ბოლო პროცედურები არ გაგვივლია, შევეცდებით, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში იყოს ეს გაკეთებული“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ პრეზიდენტის სასახლის დატოვების შემდეგ, სადაც სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელს და პარტიების წარმომადგენლებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...