გირგვლიანი საქმის მოსამართლე ლევან მურუსიძე:მე ყოველთვის ვცდილობ, ვიმოქმედო კანონით

"მე, როგორც მოსამართლე და იურისტი, ყოველთვის ვცდილობ ვიმოქმედო კანონის თანახმად, შესაბამისად, მე როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, კანონით უფლება მაქვს, მივიღო მონაწილეობა სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოცხადებულ კონკურსზე, სადაც შეიძლება არჩული ვიქნა რიგით მოსამართლე." – განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

მისი თქმით, ის ვერანაირ უხერხულობას ვერ ხედავს იმაში, რომ უნდა აირჩიოს იმ საბჭომ, რომლის მდივანიც თავადაა.

"თუ კანონი მაძლევს ამის საშუალებას, მე ამაში ვერაფერ უხერხულობას ვერ ვხედავ." – განაცხადა მურუსიძემ, რომელიც ვერაფერ უხერხულს ხედავს იმაში, რომ გადაწყვეტილებები აქვს მიღებული ისეთ სკანდალურ საქმეებზე, როგორიცაა სანდრო გირგვლიანის, სულხან მოლაშვილის, მეამბოხე მოსამართლეების, ქართუ ბანკის და სხვა საქმეები.

"როდესაც მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს, ეს რიგითი საქმე იქნება თუ გახმაურებული, ის გადაწყვტილებას იღებს კანონის შესაბამისად და იქ არ უნდა დაისვას შეკითხვა ეთიკური არის თუ არაეთიკური."- აღნიშნა ლევან მურუსიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად