გიორგი გახარია: არავის მივცემთ შესაძლებლობას, რელიგიურ ნიადაგზე მოქალაქეებს შორის დაპირისპირების პროვოცირებას ხელი შეუწყოს

„რელიგიური მრავალფეროვნება ისტორიული ფაქტია და ეს არის ჩვენი სიმდიდრე; ეს არის ის, როგორ ვაშენებდით ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ჩვენს სახელმწიფოს”, – ასე გამოეხმაურა საქართველს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, გურიაში, სოფელ ბუკნარში მუსლიმ და ქრისტიან თემს შორის მომხდარ დაპირისპირებას.

„საქართველოს მთავრობა იყო და იქნება გარანტი თითოეული მოქალაქისთვის, კონსტიტუციით მათთვის გარანტირებული უფლებების შესრულებისა. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, საქართველოს მოქალაქის უფლებები რაიმე სახით იყოს შეზღუდული, თუმცა ასევე არავის მივცემთ შესაძლებლობას, უკანონო ქმედებებით რაიმე სახის პროვოცირება გაუწიონ რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე აქვს დავალება იმასთან დაკავშირებით, რომ იქ, სადაც იქნება ელემენტარული, მარტივი მცდელობა, ხელი შეეწყოს ან მოხდეს პროვოცირება რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებისა, სახელმწიფო და შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს უმკაცრესად“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...