”გირჩმა” სუს-ს სერტიფიკატი – “მოისმინა” გადასცა (ვიდეო)

“გირჩის” წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, თავისუფლების შესახებ “გირჩის” ზოგადსაგანმანათლებლო კურსის წარმატებით მოსმენის გამო, სერტიფიკატი გადასცეს. ინფორმაციას ”გირჩი” ავრცელებს.

ზურა ჯაფარიძის განცხადებით, პარტიის წევრებს, კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში უსმენდნენ.

“ჩვენ ჩავთვალეთ, რომ შეუძლებელია, ამდენი ხნის განმავლობაში გირჩს უსმინო და რამე აზრი არ გამოიტანო და რაღაცა არ დაგრჩეს თავში. ეს გადავწყვტეთ აღგვენიშნა და ამიტომაც მოვიტანეთ სერტიფიკატი”, – აცხადებს ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად