“გირჩის” წევრი: “ოცნება” მე-9 მოწვევის პარლამენტის ენერგიული მასტურბაციით დაწყებას გვპირდება

„ჩვენ მივიღეთ საქართველო, სადაც უმრავლესობის წარმომადგენელს ლიბერალური დემოკრატია ჰგონია უმრავლესობის დიქტატურა“, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ნინო დარსაველიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

„მიაჩნია, რომ თუ ხვალ ისინი მოინდომებენ, ჩაწერონ კონსტიტუციაში , რომ მაგალითად ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოს უპირობო მმართველი მომავალი 1000 წლით, ამის გაკეთება შეიძლება“, – აღნიშნა დარსაველიძემ. 

მისი შეფასებით, დემოკრატია ნიშნავს, რომ კონსტიტუცია თანაბრად იცავს ყველას, მათ შორის უმცირესობის უფლებებს. 

დარსაველიძის თქმით, ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელება, LGBT პირების უფლებებს შელახავს. 

„მე ძალიან ცუდ სიგნალს ვხედავ იმაში, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რომელმაც უმრავლესობა აიღო, ახლა იბრძვის იმისთვის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა აიღოს. ამ ზამთრის პირად, დღეს უკვე ძალიან ცივა, კიდევ უფრო მეტად სიცივე იქნება, ამასობაში დოლარი გარბის თავის სამშობლოში, გაზზე ფასები მოიმატებს, საჭმელი გაძვირდება, ამ ყველაფრის ფონზე „ქართული ოცნება“ გამოდის და გვპირდება, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტის ახალი სეზონის პირველი ეპიზოდი დაიწყება ენერგიული მასტურბაციით, ბიუჯეტიდან წამოსული ფულით. ჩემთვის ეს არის ძალიან ტრაგიკული, რადგან ძალიან ბევრი სხვა პრობლემაა ამ ქვეყანაში“, – აღნიშნა ნინო დარსაველიძემ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად