„გირჩის სამეფოს“ მეფე, ჰერმან საბო პარლამენტის დეპუტატი გახდა

„გირჩის სამეფოს“ მეფე, ჰერმან საბო პარლამენტის დეპუტატი გახდა.

ჰერმან საბომ საკანონმდებლო ორგანოში ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ჩაანაცვლა, რომელმაც სადეპუტატო მანდატზე უარი საკუთარი სურვილით განაცხადა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საბოს სადეპუტატო უფლებამოსილება 89 ხმით სცნეს.

ჰერმან საბო პარტია “გირჩის“ საარჩევნო სიაში ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძის ადგილმონაცვლე იყო, რომელსაც სადეპუტატო უფლებამოსილება პირადი მიმართვის საფუძველზე შეუწყდა. ჰერმან საბო საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს “გირჩს“ შეუერთდება.

კომენტარები
იტვირთება...