“გირჩის” ოფისში, როგორც თავად ამბობენ, მარიხუანას დათესვისთვის ემზადებიან (ფოტორეპორტაჟი)

ამ წუთებში, "გირჩის" ცენტრალურ ოფისში პარტიის ქევრები, მხარდამჭერები და მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილები. როგორც "გირჩის" წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი დღეს, მათ მიერ რამდენიმე თვის წინ დაანონსებულ აქციას სისრულეში მოიყვანენ და საჯაროდ დათესავენ მარიხუანას.

"მეგობრებო და არამეგობრებო, შეიძლება ეს ჩემი ბოლო პოსტია მომავალი რამდენიმე წლის მანძილზე… 

დღეს, 21:00-დან, ყაზბეგის 46-ში (გირჩის ახალი ოფისი), გირჩელებთან და ბევრ არაგირჩელ-მხარდამჭერთან ერთად საჯაროდ, პირდაპირ ეთერში ვარღვევთ 265-ე მუხლს და ვთესავთ მარიხუანას. (ეს მუხლი ითვალისწინებს მინიმუმ 2 და მაქსიმუ 12 წელს ციხეს)
ამას ვაკეთებ იმიტომ, რომ მგონია, თუ ყველანი ერთად, მთელი ქვეყანა, რაღაც პრინციპებზე არ შევთანხმდებით, ვერასოდეს გავხდებით ის ქვეყანა, სადაც გვინდა რომ ვიცხოვროთ. 
ჩემთვის ეს პრინციპი არის ადამიანის თავისუფლების შეუზღუდაობა, თუ ის თავისი ქმედებით სხვას არ აყენებს ზიანს.

265-ე მუხლი (ნარკოტიკის შემცვლელი მცენარის დათესვა) არის არასამართლიანი კანონი, ამიტომაც მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მაქვს უფლება, პროტესტი გამოვხატო და მონაწილეობა მივიღ სამოქალაქო დაუმორჩლებლობაში!

დღეს საქართველოს ციხეებში რაც კი პატიმარია, მათი 10% ზის ნარკოდანაშაულზე. ათასობით სხვა კი პრობაციონერია, ან სახელმწიფომ ჯარიმების გადასახდელად გააყიდინა ყველაფერი, ანაც აქცია თავისი ძალოვანების აგენტად..

– არცერთი ნარკოტიკის მოხმარების გამო ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს (თუ ამ დროს არ აზიანებს სხვის სხეულს ან ქონებას)
– მსუბუქი ნარკოტიკი (მარიხუანა) უნდა იყოს სრულად ლეგალური და ისევე რეგულირებული, როგორც ალკოჰოლი და თამბაქო," წერს გირჩის ერთ-ერთი მხარდამჭერი თავის სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...