„გირჩის“ დეპუტატები პარლამენტში შევიდნენ

„გირჩის” წევრები ვახტანგ მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია პარლამენტში მივიდნენ. მათ თან ახლავთ ალექსანდრე რაქვიაშვილიც, რომელსაც სადეპუტატო მანდატი არ აქვს.

როგორც თავად აცხადებენ, ისინი ამ ეტაპზე საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ადამიანების გაცნობას აპირებენ და საპარლამენტო საქმიანობაში არ ჩაერთვებიან.

“გირჩის” წევრებს პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დახვდნენ, რომლებმაც, სხდომათა დარბაზთან მიაცილეს. მათ გაუმარტეს, რომ მათთვის კაბინეტები არ არის მოწყიბოლი, თუმცა, არის ცარიელი ოთხები, რომლებიც შეუძლიათ დაიკავონ.

“გირჩის” ლიდერებმა შარლ მიშელის განახლებულ დოკუმეტს ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერეს. როგორც იაგო ხვიჩიამ განაცხადა, თუ დოკუმენტს “ქართული ოცნება” ხელს არ მოაწერს, ასეთ შემთხვევაში, შეთანხმება არ შედგება და ისინი გააგრძელებენ “იმ რეჟიმში პარლამენტში ყოფნას, რა რეჟიმშიც დღეს შედიან“.

გასულ კვირაში „გირჩმა” დაანონსა, რომ პარლამენტში იმ შემთხვევაში შევლენ, თუ მათი 7 – პუნქტიანი მოთხოვნებიდან მმართველი გუნდი რომელიმეს სრულად გაიზიარებს.

პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, არ აიღებენ არც ხელფასებს და არც პარტიულ დაფინანსებას ბიუჯეტიდან, არ დაესწრებიან და არ მიიღებენ მონაწილეობას არც საპარლამენტო სესიებში, კომისიებში ან საკომიტეტო სხდომებში, არ მიიღებენ მონაწილეობას არც ერთ მივლინებაში, არც ერთ საერთაშორისო ვიზიტში და არ განახორციელებენ არც ერთ პროცედურულ საქმიანობას, რაც პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...