“გირჩი” ზურაბ ჯაფარიძის პირადობის მოწმობას აუქციონზე გაყიდის

“გირჩი” ოფისს იცვლის და გამრეკელიძის ქუჩაზე არსებულ ოფისში გამოსამშვიდობებელ აუქციონს აწყობს. ამის შესახებ “გირჩის” მიერ შექმნილ “ივენთშია” მითითებული.

ღონისძიების აღწერაში აგრეთვე ის ნივთებია დასახელებული, რაც სავარაუდოდ აუქციონზე იქნება გამოტანილი.

“გირჩი კიდევ ერთხელ იცვლის ოფისს. ირაკლი გამრეკელის ქუჩიდან გადავდივართ ბესიკის ქუჩაზე. ასე მოითხოვა საქმემ 😉
😎 ვინც ჩვენს ჯერ კიდევ ახლანდელ ოფისში ყოფილხართ, გეხსომებათ, რა მხიარული ყრილობა, ფლიმარკეტი და ბევრი ასეთი ღონისძიება ჩავატარეთ აქ, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ წასვლის წინ კიდევ ერთხელ გავერთოთ და გავმართოთ გამოსამშვიდობებელი აუქციონი:

🕒 კვირას, 10 თებერვლის 15:00 საათიდან ოფისი იქნება ღია ყველა მსურველისთვის, ვისაც ენდომება შეიძინოს სხვადასხვა ისტორიული ნივთები გირჩის ცხოვრება-მოღვაწეობიდან, როგორიცაა, მაგალითად:
💳 ზურაბ ჯაფარიძის (და არა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის) პირადობის მოწმობა;
✒ მელნის ბოთლი, რომლიდან ჩამოსხმული მელნითაც იკურთხა მღვდელმსახურად ათასობით თავისუფალი ადამიანი;
🤡 მასხარას ჩაჩი, რომელსაც საკუთარი ნებით იხურავდა თავზე ყველაზე უგვანო ხუმრობის ავტორი
და ა.შ.
💥 აუქციონზე დასწრება თავისუფალია, თუმცა მისი მიმდინარეობისას ყელის გასველებისა და სნექებით პირის ჩატკბარუნების საშუალება რომ გვქონდეს, სურვილისამებრ, მცირე თანხები ჩაგვირიცხეთ ანგარიშზე:
თიბისი – GE60TB7791136080100005
საქართველო – GE74BG0000000101146034
მიმღები: ბიბლიური თავისუფლება
და არ დაგავიწყდეთ, რომ დანიშნულებაში ჩაუწეროთ “აუქციონი”.
მისამართი: ირაკლი გამრეკელის 47.
🎆 გელით ♥”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...