“გირჩი”: ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და იმედა კლდიაშვილი დააკავეს

ამ დროისთვის დაკავებულები არიან გირჩის მმართველი საბჭოს ორი წევრი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და იმედა კლდიაშვილი”,-ნათქვამია განცხადებაში.

“გირჩის საგანგებო განცხადება

ამ დროისთვის დაკავებულები არიან გირჩის მმართველი საბჭოს ორი წევრი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და იმედა კლდიაშვილი.

მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მშვიდობიანი აქციის მიმდინარეობისას დაკავებული მოქალაქეები და მოვუწოდებთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, სათანადო რეაგირება მოახდინონ აღნიშნულ ფაქტზე.

ასევე მივმართავთ ჩვენს მხარდამჭერებს, დღეს ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად დგომა, ამიტომ გელოდებით პარლამენტთან, ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს!”,-ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად