“გირჩი”: ვიღებთ ფსონებს შესაძლო პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით

ამის შესახებ “გირჩი” ინფორმაციას ავრცლებს,

“საღამომშვიდობისა მეგობრებო,
მგონი დაგაინტერესებთ
“გირჩმა” შესაძლო პოლიტიკურ ცვლილებებთან დაკავშირებით, ფსონების მიღება დაიწყო.
ვიღებთ ფსონებს შემდეგ შესაძლო პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით (არ ვხუმრობთ!):
1. მამუკა ბახტაძე წავა:
ხვალ – 1.2
ზეგ – 1.1
არ წავა – 15.0
2. პრემიერად დასახელდება:
გახარია – 1.1
ცქიტიშვილი – 1.6
დიმიტრი ცქიტიშვილი – 15.0
3. შს მინისტრი ახალ კაბინეტში იქნება:
ღარიბაშვილი – 1.3
გომელაური – 5.0
ჭიკაიძე – 15.0
4. ცოცხალი:
შეიცვლება 2,5 > მინისტრი – 1.1
შეიცვლება 4,5 > მინისტრი – 3.0
შეიცვლება 6,5 > მინისტრი – 7.0
ფსონები მიიღება მხოლოდ GED-ებში.
მინიმალური ფსონი – 1,000 GED.
მაქსიმალური ფსონი – 100,000 GED.
ფსონები მიიღება ხვალ დილის 09.00 საათამდე.
შენიშვნა:
1. იმისათვის რომ დადოთ ფსონი, თქვენ უნდა გქონდეთ შესაბამისი რაოდენობის GED-ები გირჩის ბაზაში
2. ფსონი დადებულად ჩაითვლება თუ კომენტარში დაწერთ რომელ ხაზზე დებთ ფსონს და რა ოდენობით
3. ხაზების გადაბმა არ შეიძლება
4. წაგების შემთხვევაში თქვენ ჩამოგეჭრებათ GED-ების შესაბამისი ოდენობა
5. მოგების შემთხვევაში თქვენ დაგერიცხებათ GED-ების შესაბამისი ოდენობა
ტოტალიზატორი ეწყობა უკვე კერძო მფლობელობაში არსებული GED-ებით, შესაბამისად გავლენას არ იქონიებს მიმოქცევაში არსებული GED-ების მოცულობაზე”, – ნათქვამია “გირჩის” გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...