“აიპრესს” ტელევიზიაში განუცხადეს, რომ დღეიდან ნებისმიერ მაყურებელს შესაძლებლობა ეძლევა ყოველგვარი წინასწარი ფილტრაციისა და შეზღუდვის გარეშე ჩაერთოს გირჩი ტივის პირდაპირ ეთერში.
“თუ უყურებთ გირჩიtv-ის ეთერს და ხედავთ Zoom-ის მწვანე ფანჯარას, ეს ნიშნავს, რომ ეთერი თქვენთვის ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ხსნილია.
გილოცავთ, თქვენ ყველანი გირჩი ტივის ჟურნალისტები ხართ
კაცმა არ იცის რა იქნება” – განუცხადეს “გირჩი ტივი”- ში “აიპრესს”.