“გირჩი”: როგორ აშენებს ქუთაისის მერია სოციალურ საცხოვრებელს, ტენდერიც არაა გამოცხადებული

"რაღაც კომისიას ქმნიან, რომელიც გადაწყვეტს, ვის შეუშვებენ და ვის გადასცემენ უსახლკაროებისთვის აშენებულ ბინაში სახლებს. ამბობენ, რომ 50 ადამიანის დაკმაყოფილება მოხდება. დღეს მე მივმართე წერილობით შოთა მურღულიას, რომ ჩამსვას ამ კომისიაში როგორც რიგითი წევრი და პროცესი გახადოს უფრო გამჭირვალე“-განცხადა "აიპრესთან“  ახალი პოლტიკური ცენტრის "გირჩის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, თემურ ცამციშვილმა.

"გირჩის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გაურკვევლია თუ რა კრიტერიუმებით აპირებს კომისია ოჯახების შერჩევას და ასევე გაურკვეველია, როგორ აპირებენ მშენებლობის დაწყებას, როცა ჯერ ელექტრონული ტენდერიც კი არ აქვს გამოცხადებული ქუთაისის მერიას. ცამციშვილი აცხადებს, რომ ქალაქში ათეულობით უსახლკაროა და მხოლოდ 50 ოჯახის დაკმაყოფილება საერთო ფონს ვერ შეცვლის.

"მომცეს მურღულიამ საშუალება, გახადოს ეს პროცესი ღია და მე ვიმუშავებ, როგორც სტაჟიორი კომისიის წევრი და ნებისმიერ დროს, როდესაც კომისია შეიკრიბება და კრიტერიუმებზე იქნება საუბარი, მე მზად ვარ მონაწილეობა მივიღო კომისიის მუშაობაში. ჯერ ტენდერც არ აქვთ გამოცხადებული და როგორც თქვეს,16 ივლისს მშენებლებს ხვდებიან. რას ეუბნებიან, ტენდერს ვაცხადებ, წინასწარ უთანხმდებიან თუ რას აკეთებენ?! ესეც გასარკვევია.“-განაცხადა ცამციშვილმა "აიპრესთან".

უსახლკაროთა თავშესაფრისთვის ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტში 1 მლ ლარია გათვალისწინებული. როგორც ცნობილია, საცხოვრებლით 50-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად