“გირჩი” კვოტირების წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს

„გირჩი“ საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც პარტიებს ვალდებულება ეკისრებათ პარტიული სია ისე ჰქონდეთ შედგენილი, რომ ყოველი მეოთხე ადამიანი განსხვავებული სქესის იყოს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.

“გირჩის” შემთხვევაში პარტიულ სიას პარტიის პარტნიორები ადგენენ და სია ისე კომპლექტდება, როგორც მათ წარმოუდგენიათ სწორი და სამართლიანი. პარტნიორი კი ხდება ყველა ის ადამიანი, ვისაც “გირჩისთვის” თუნდაც 1 ცენტი შეუწირია ან 1 ცენტის საქმე გაუკეთებია. ყოველი ასეთი ადამიანი, 1 ცენტის შესაბამისი წვლილის გაკეთებისას, “გირჩის” 1 აქციას, 1 GeD-s (Georgian Dollar) იღებს.

“გირჩის” იურრისტი ლევან ჯგერენაია კი ამბობს:

მიუხედავად იმისა, რომ “გირჩს” პარტიულ სიას კონკრეტული მხარდამჭერების და ამომრჩევლების მხარდაჭერა უკვე აქვს, “გირჩს” მაინც არ მიეცემა საშუალება დარეგისტრირდეს არჩევნებზე თუ კვოტების რეგულაციას არ დაემორჩილება. პარტიებისთვის ასეთი შეზღუდვის დაწესება ხელს უშლის, როგორც მათ პასიურ საარჩევნო უფლებას, ასევე ამომრჩევლების ნების თავისუფლად გამოხატვას”, – აღნიშნულია პარტიის ინფორმაციაში.

“საკონსტიტუცუიო სასამართლომ უნდა შეაჩეროს ამ ნორმის მოქმედება, ასეთი ვალდებულებით პარტიის რეგისტრაცია არ იქნება სამართლიანი. შეურაცხმყოფელიც კი არის სქესის მიხედვით, ადამიანების ასე დაყოფა. პარლამენტში ვინ შეიძლება მოხვდეს და ვინ არა, ამას ხალხი წყვეტს და არავის აქვს უფლება, ასეთი შეზღუდვა დააწესოს”, – განაცხადა “გირჩის” იურისტმა, ლევან ჯგერენაიამ.

“გირჩში” ვფიქრობთ, რომ გენდერული კვოტების კანონპროექტის მიღება მხოლოდ ხელოვნურად ზრდის ქალთა წარმომადგენლობას პარლამენტში და რეალურად  აზიანებს დემოკრატიისა და სამართლიანობის ფუნდამენტურ პრინციპებს, რადგან კვოტა გულისხმობს, რომ ადამიანებს ინდივიდუალური დამსახურების მიხედვით კი არ ვარჩევთ, არამედ მათი ჯგუფთან მიკუთვნებულობით. ჩვენ მიერ გასაჩივრებული ნორმა ზღუდავს ამომრჩევლის ნებას და უფლებას, აირჩიოს თავისი წარმომადგენლობა. “გირჩის” საარჩევნო სიას, სხვა პარტიებისგან განსხვავებით, ჩვენი მხარდამჭერები ადგენენ ჩვენივე ციფრული პორტალის – girchi.com-ის მეშვეობით, შესაბამისად, ამ ადამიანებს ვართმევთ უფლებას, პარტიული სია ისე დააკომპლექტონ, როგორც თავად წარმოუდგენიათ სწორად. ამჟამად “გირჩის” საარჩევნო სიაში (რომელიც საბოლოო სახის მიღებამდე ცვალებადია) მე სიის მე-16 ნომერი ვარ, ჩემი ხელოვნურად მე-4 ადგილზე გადასვლა არა მხოლოდ ჩემივე პოზიტიური დისკრიმინაციაა, არამედ ფუნდამენტურად ცვლის “გირჩის” პრინციპს, რომ პარტნიორებს მისცეს საშუალება, თავად აირჩიონ ფავორიტი პოლიტიკოსი. ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოში ბრძოლა ამ ნორმის გასაუქმებლად ძალიან მნიშვნელოვანია”, – მიიჩნევს “გირჩის” წევრი, ანა ჩიქოვანი.

შეგახსენებთ, რომ “გირჩი” სარჩელს კვოტირების წესის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, დღეს 17:30 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოში დაარეგისტრირებს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად