“გირჩი” და “ახალი საქართველო” ბურჭულაძის პარტიას ერთ ბლოკში გაერთიანებას სთავაზობს

"გირჩი" და "ახალი საქართველო" პაატა ბურჭულაძის პარტიას "სახელმწიფო ხალხისთის" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ერთ ბლოკში გაერთიანებას სთავაზობს. 

"ჩვენ ვხედავთ პაატა ბურჭულიაძისადმი მაღალ ნდობას საზოგადოებაში. მის რეპუტაციას ქვეყნის შიგნით და ფარგლებს გარეთ. ასევე მისი საქმიანობის დადებით შედეგებს მთლიანად საქართველოში. 

მიგვაჩნია რომ მას აქვს ყველა რესურსი გააერთიანოს მის გარშემო პროდასავლური პოლიტიკური ძალები და მართლაც ერთიანი მძლავრი პროდასავლური ცენტრი ჩამოყალიბდეს, რომელის ქვეყანას  ღრმა კრიზისიდან გამოიყვანს, რომელშიც ის დღეს იმყოფება. 

ჩვენ მივმართავ პაატა ბურჭულაძეს და გამოვთქვათ სრულ მზადყოფნას, ის გამოცდილება და ენერგია, რომელიც ჩვენს საარჩევნო ბლოკში შემომავალ პარტიებს აქვთ გავაერთიანოთ მის ირგვლივ, მის თანაგუნდელებთან ერთად", – ამის შესახებ ჟუნალსებთან საგანგებო ბრიფნგზე "ახალი საქართველოს" დამფუძნებელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ "სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო" , ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" და პარტია ახალი მემარჯვენეები ერთ ბლოკად ერთიანდენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად