“გირჩი”: ახალი წლის ღამეს ზურა ჯაფარიძეს გავაქირავებთ 

ამის შესახებ ინფორმაციას “გირჩი” ავრცელებს.

“ახალი წლის ღამეს გირჩმა ზურა ჯაფარიძის გაქირავება გადაწყვიტა.

გირჩი პარტიის დაფინანსების მიზნით აწყობს აუქციონს. აუქციონის გამარჯვებულებს, ანუ სამ ყველაზე მსხვილ შემომწირველს, 31 დეკემბრის ღამეს ზურა ჯაფარიძე მეკვლედ ეწვევა.
აუქციონი იყოფა ორ ნაწილად:
ა. აუქციონი, რომელიც ტარდება 2018 წლის 24 დეკემბრიდან 31 დეკემბრის 23:30 საათამდე.
ბ. ახალი წლის ღამის აუქციონი, რომელიც ჩატარდება პირველი იანვრის 00:00 საათიდან 03:00 საათამდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს http://japara.ge/ge/auction
“- ნათქვამია გავრცელებულ ფოტოზე.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად