გიორი რურუა დღევანდელ სასამართლო პროცესს ესწრება

 თბილისის საქალაქო სასამართლოში ლ “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი (ჟორჟიკა) რურუას მორიგი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო სხდომას ბრალდებული გიორგი რურუა ესწრება.

გიორგი რურუას მორიგი სასამართლო სხდომა ერთი დღის წინ, 2020 წლის 18 მაისს ჩატარდა.

იყო მოლოდინი, რომ სასამართლო ბრალდებულს პატიმრობიდან გაათავისუფლებდა. თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ვალერიან ბუგიანიშვილმა არ დააკმაყოფილა, გიორგი (ჟორიკა) რურუას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძების გარეშე დატოვების-პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ. გიორგი რურუამ სასამართლო სხდომაზე ეჭვქვეშ დააყენა წინ სასამართლო სხდომაზე ექსპერტის მიერ მიცემული ჩვენება.

გიორგი (ჟორიკა) რურუას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაიკითხებიან ექსპერტ-კრმინალისტები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ იმ ავტომანქანის ჩხრეკაში, რომელშიც პროკურატურის ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღი იყო. ადვოკატის თქმით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობის დაყენება დაგეგმილი არ აქვს.

“გაგრძელდება ბრალდების მოწმეების დაკითხვა. პროკურორს გამოძახებული ჰყავს 3 ექსპერტ კრიმინალისტი და მოხდება მათი დაკითხვა. რაც შეეხება შუამდგომლობის დაყენებას, დაგეგმილი არ გვაქვს. შესაბამისად წინასწარ მომზადებული ამისთვის არ ვართ. თუ რაიმე ახალი გარემოება სასამართლო სხდომაზე წარმოიშვება, ბუნებრივია ჩვენ ამ შესაძლებლობა გამოვიყენებ” – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ:  შეგახსენებთ, საქმის პროკურორმა სასამართლო სხდომაზე, სადაც აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილებოდა, განაცხადა, რომ გიორგი რურუას რეგისტრირებული 48 ცეცხლსასროლი იარაღი აქვს. თუმცა, ის იარაღი, რომელიც ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა, რეგისტრირებული არ იყო.

თუმცა, გიორგი რურუამ სასამართლო დარბაზში განაცხადა როგორც თქვენ არ გინახავთ, ისე არ მინახავს მეც იარაღი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად