გიორგი (ჟორიკა) რურუას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის ბრალდებულ გიორგი რურუას აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.

საქმის პროკურორმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ გიორგი რურუას ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო მდგომარეობაში ჰქონდა მოყვანილი.

მისივე თქმით, გიორგი რურუას რეგისტრირებული 48 ცეცხლსასროლი იარაღი აქვს. თუმცა, ის იარაღი, რომელიც ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა, რეგისტრირებული არ იყო.

თავად ბრალდებულმა გიორგი რურუამ საქმის განხილვის დროს განაცხადა:

“ბიზნესმენი ვარ და სოფლის მეურნეობის ვარ დაკავებული. ასევე, ვარ “მთავარი არხის” მეწილე.

როგორც თქვენ არ გინახავთ, ისე მე არ მინახავს ეს იარაღი… ჩხრეკა არ მომხდარა.

სამმართველოში რომ მივედი, იქ მითხრეს ეს ამოვიღოთ.

11-12 საათამდე დამაკავეს და 13:00 საათამდე ადვოკატთა დარეკვის უფლება არ მომცეს.

ჩხრეკა ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ჩაატარეს.” განაცხადა გიორგი რურუამ.

რურუას ინტერესებს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილთან ერთად, სამაუწყებლო კომპანია “მთავარი არხის” დამფუძნებელი, იურისტი ნიკა გვარამიას იცავს.

შემდეგი წინასასამართლო სხდომა 2020 წლის 9 იანვარს 12:00 საათზე დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად