გიორგი (ჟორიკა) რურუას საქმეზე დღეს მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი (ჟორიკა) რურუას საქმეზე მორიგი სასამართლოს ხდომა გაიმართება,

საქმის განმხილველმა მოსამართლემ, ვალერიან ბუგიანიშვილმა 2020 წლის 25 ივნისისი სასამართლო სხდომაზე,  არ დააკმაყოფილა გიორგი (ჟორიკა) რურუას ადვოკატების შუამდგომლობა  აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული პატიმრობის ნაცვლად 10 000 ლარიანი გირაო.  თუმცა მოსამართლემ უკვე მერამდენედ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და გიორგი რურუა პატირობაში დატოვა.

ცნობისთვის, შსს-მ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლი გიორგი (ჟორჟიკა) რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, გიორგი რურუა პოლიციამ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, საქმის პროკურორმა სასამართლო სხდომაზე, სადაც აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილებოდა, განაცხადა, რომ გიორგი რურუას რეგისტრირებული 48 ცეცხლსასროლი იარაღი აქვს. თუმცა, ის იარაღი, რომელიც ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა, რეგისტრირებული არ იყო.

თუმცა, გიორგი რურუამ სასამართლო დარბაზში განაცხადა როგორც თქვენ არ გინახავთ, ისე არ მინახავს მეც იარაღი.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად