გიორგი (ჟორიკა) რურუას საქმეზე დღეს მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება

“მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი (ჟორიკა) რურუას საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე განახლდება.

უკვე 4 თვეა ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ხელისუფლებისგან მოითხოვს სრულად შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება.  ოპოზიცია ამბობს , რომ შეთანხმებაში ერთ-ერთი პუნქტი გიორგი რურუას გათავისუფლება იყო. თუმცა, მმართველ გუნდში უარყოფენ რომ შეთანხმებაში რურუას გათავისუფლებაზე იყო საუბარი.

საქმის განმხილველმა მოსამართლემ, ვალერიან ბუგიანიშვილმა უკვე მერამდენედ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდებაზე და გიორგი რურუა პატირობაში დატოვა.

თავად გირგი რურუა თვლის, რომ ის პოლიტიკური პატიმარია და მას სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია,  ჩემს მიმართ არის პოლიტიკური დევნა, რომელიც უკავშირდება ტელეკომპანია “მთავარს”

ცნობისთვის, შსს-მ “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებლი გიორგი (ჟორჟიკა) რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, გიორგი რურუა პოლიციამ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, საქმის პროკურორმა სასამართლო სხდომაზე, სადაც აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილებოდა, განაცხადა, რომ გიორგი რურუას რეგისტრირებული 48 ცეცხლსასროლი იარაღი აქვს. თუმცა, ის იარაღი რომელიც ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა რეგისტრირებული არ იყო.

თუმცა, გიორგი რურუამ სასამართლო დარბაზში განაცხადა როგორც თქვენ არ გინახავთ, ისე არ მინახავს მეც იარაღი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად