გიორგი ვოლსკისა(42,69%) და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს(21,09%) შორის მეორე ტური გაიმართება

გუშინ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.

თბილისში, დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონები, №6 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამ დროის დაჯამებული მონაცემებით მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატსა და “გირჩის” კანდიდატს შორის მეორე ტური გაიმართება.

გიორგი ვოლსკის 29 414 -მა ადამინამა დაუჭირა მხარი, რაც ამომრჩევლის ხმათა 42,69 პროცენტია.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 14 529 ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, რაც ამომრჩეველთა 21, 09% პროცენტია.
ამავე ოლქში იყრიდა დამოუკიდებელ კანდიდატად ანა დოლიძე, რომელსაც ამომრჩეველთა 14 438 ხმა მოაგროვა, რაც 20.96%-ია.

ცესკოს მონაცემებით მეორე ტურში მაჟორიტარის მანდატისთვის გიორგი ვოლსკი და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე იბრძოლებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად