გიორგი ვოლსკი: უკრაინაშიც არის ისეთი კანონმდებლობა, რომელიც არ ითვალისწინებს მისჯილი ადამიანების დასაქმებას

“უკრაინაშიც არის ისეთი კანონმდებლობა, რომელიც არ ითვალისწინებს მისჯილი ადამიანების დასაქმებას, თუნდაც უკრაინაში არ იყოს ეს სასამართლო გადაწყვეტილება გამოტანილი. თუ ეს არის მეათეხარისხოვანი თანამდებობა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამასთან დაკავშირებით განცხადება არ უნდა გვქონდეს” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

“იმ ფორმატში, სადაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, არ არის მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების საკითხი, აქ არის მრავალმხრივი თემები – უსაფრთხოების, რეგიონალური თანამშრომლობის, პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ საკითხებზე საუბარი. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, ელჩიც უნდა გამოვიწვიოთ და მისი მონაწილეობით გავმართოთ კონსულტაციები, რათა თანამშრომლობის ამ ფორმატში საქართველოსა და უკრაინის პარალელური აქტივობები, ინფორმაციის ურთიერთგაცვლა იყოს შენარჩუნებული“, – განაცხდა გიორგი ვოლსკი.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად