გიორგი ვოლსკი: საგანგებო მდგომარეობის გამკაცრება დამოკიდებულია იმ პერსპექტივის ანალიზზე, რომელიც მაღალ პროფესიონალურ დონეზე კეთდება

„საგანგებო მდგომარეობის გამკაცრება ხდება იმ წუთში, როგორც კი ამის აუცილებლობა დგება. ეს დამოკიდებულია იმ მონაცემებზე, რაც კონკრეტულ შემთხვევაში გააჩნია ქვეყანას და იმ პერსპექტივის ანალიზზე, რომელიც მაღალ პროფესიონალურ დონეზე კეთდება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული არც კარანტინის გამოცხადება და არც სხვა ზომების გატარება.

„თუკი მოხდა საგანგებო მდგომარეობის გამკაცრება ან საკარანტინო რეჟიმის გამოცხადება ეს იქნება დამყარებული არა რომელიმე პოლიტიკოსის გადაწყვეტილებზე, ან პოპულისტურ ქმედებებზე, რაც ჩვენს ოპონენტებს ბოლო პერიოდში დასჩემდათ, არამედ ჩამოყალიბებულ, მეცნიერულად გაანალიზებული ვითარების საფუძველზე“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად