გიორგი ვოლსკი: სააკაშვილი ხან ღრუბელ-ღრუბელ ჩამოდის, ხან ზღვით და ხან ხმელეთით (ვიდეო)

„სააკაშვილი საერთოდ გადაირია. თერთმეტჯერ აქვს ნათქვამი, რომ ჩამოდის საქართველოში. ხან ღრუბელ-ღრუბელ, ხან ზღვით და ხან ხმელეთით. თურმე მან შექმნა ქართველი ერი, მან მოიტანა საქართველოში კულტურა და ამავე დროს, უგვანო სიტყვებით აგინებს ქართველ ერს, ხალხს და საერთოდ, კიდევ კარგი ის ლაპარაკი გამოქვეყნდა, სადაც ამის თაობაზე ჩვენ დავინახეთ”, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

“ან მეუღლის დაყენება ჯერ კანდიდატად, ახლა დედის დაყენება კანდიდატად, რაღაც მანია აქვს გრანდიოზული ამ კაცს, შეპყრობილია ეს ადამიანი, გაიგეთ ყველამ და იქნებ თავის მომხრეებმა მაინც უთხრან, რომ არ შეიძლება ასე ბურთაობა ქვეყნის ინტერესებით და რეგიონს ინტერსებით და არ შეიძლება ისეთი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ“ – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად