სამწუხარო ფაქტია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტამდე მივედით - არ შეიძლება, კონსტიტუცია დაარღვიო, თანაც აღიარო ეს დარღვევა და ადამიანებს შეასაღო, როგორც გარდაუვალი აუცილებლობა დღევანდელ დღესთან შესაბამისობაში, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კონსტიტუციის დარღვევის ფაქტზე შესაბამისი რეაგირებაა საჭირო.

„შენ თუ არ სცემს შენს კონსტიტუციას პატივს, არა მგონია, ვინმე იყოს ისეთი, ვინც სერიოზულად შეხედავს შენს მმართველობას“, - განაცხადა ვოლსკიმ.

დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს კონსტიტუცია - საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა 3 ოქტომბერს არის ჩანიშნული. სწორედ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, იმსჯელებს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე.