ვოლსკი “მთავარი არხის” კორესპონდენტზე: მაკა ჩიხლაძე ზონდერ ჟურნალისტია

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ პარლამენტში, ჟურნალისტებთან განაცხადა.

“სიცრუის მთავარმა საამქრომ, “მთავარმა არხმა” და მასზე აყოლილმა “ტვ პირველმა” გამოაცხადეს რაღაც უზნეო, ტყუილებით აღსავსე სიუჟეტი კონკრეტულ ბიზნესმენზე, ჩემზე, ხელისუფლებაზე. ეს არავითარ შეშფოთებას არ იწვევს, იმიტომ, რომ ჩვეულებრივი ხელწერაა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მე პირადად განვიცდი იმ ახალგაზრდა ჟურნალისტების გამო, რომლებმაც ეს ბეჭედი – ზონდერ ჟურნალისტის უნდა ატარონ მთელი ცხოვრების მანძილზე და თავისი კარიერა უნდა დაუკავშირონ ამ სიცრუის არა მარტო ტირაჟირებას, არამედ კონკრეტული ადამიანის დევნას.

პარლამენტის შენობაში ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე დღეს, გუშინ დამდევს, ტყუილებს გაჰკივის და მერე ამისგან სიუჟეტს ამზადებს. ეს არის ზონდერ ჟურნალისტი ნამდვილად და მე ვფიქრობ, რომ ახალგაზრდა ადამიანისათვის შეურაცხმყოფელი სწორედ ის არის, რომ ამას ემსახურება”-განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად