გიორგი ვოლსკი: კოჰაბიტაცია არ ნიშნვს იმას, რომ დამნაშავე არ უნდა დაისაჯოს

„მთავარი მონაპოვარი ამ ხნის განმავლობაში არის სტაბილურობის და ზრდის ტემპის შენარჩუნება სოციალური პრობლემების მოგვარების განუხრელ ინტენსივობასთან ერთად“,-ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ, ის შედეგები,რაც ქვეყანას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 7 წლის თავზე აქვს.

მისი თქმით, შედეგები არ არის იდეალური და ვერც იქნება იმ პირობებში, როდესაც ბენეფიტების მიმღები ადამიანების რაოდენობა ჯერ კიდევ აჭარბებს გადასახადების გადამხდელთა რიცხვს, თუმცა, მისივე თქმით, რთული, მაგრამ პრაგმატული გადაწყვეტილებებით ხელისუფლებამ შეძლო ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფა და აირიდა ისეთი უარყოფითი შედეგები, რომლის გადატანაც სახელმწიფოს გაუჭირდებოდა.

„კოაბიტაცია დაერქვა ერთად ყოფნის აუცილებლობას. ჩვენმა პარტნიორებმა, ვისთანაც ურთიერთობა აუცილებლად უნდა განვითარებულიყო, ეს ევროპა იქნებოდა თუ ამერიკის შეერთებული შტატები, გვითხრეს, რომ კოაბიტაცია, ანუ თანაცხოვრება უნდა შეძლოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დამნაშავე არ უნდა დაისაჯოს. დასჯილ დამნაშავეთა რაოდენობას თუ ავიღებთ და რაოდენობით ვიმსჯელებთ მხოლოდ, შესაძლოა ცოტაც არის, მაგრამ შესაძლოა პატარა საქართველოსთვის კრიტიკულიც არის ის მასა, რომელიც დღემდე იხდის სასჯელს ან გაქცეულია და ეძებენ.

მაგრამ თითონ კოაბიტაციის იდეა შეიცვალა და უფრო იმ დათმობას დაერქვა, რომელსაც რეალურად ადგილი არ უნდა ჰქონოდა. ბიძინა ივანიშვილმა თქვა კარგად, მათ ისე კი არ მოვექცევით, როგორც იმსახურებენ, არამედ როგორც ჩვენი საზოგადოების ინტერესები მოითხოვს. ყველას პასუხი უნდა მოეთხოვოს და მიეცეს თავისი დამსახურების მიხედვით“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად