გიორგი ვოლსკი: გიორგი გახარიას შეთავაზებაზე პოზიციის დაფიქსირებისგან თავს შევიკავებ

ასე გამოეხმაურა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი გახარია პარტია “საქართველოსთვის” დღევანდელ ინიციატივას.

„გიორგი გახარიას შეთავაზებაზე უეცარი პასუხის გაცემა არ მინდა, რადგან ამ თემაზე საუბარი ჯერ არ გვქონია, თუმცა პროცესი ბუნებრივად უნდა მიდიოდეს. კონკრეტიკა ჯერ ჩემს პასუხს არ ექნება. პოლიტიკური გარიგებები არ არის უცხო, ზოგს ვაჭრობა ჰქვია, ზოგს უზნეო გარიგება, ამ შეთავაზებას რომელი ერთი დავარქვა ჯერ არ ვიცი და პოზიციის დაფიქსირებისგან თავს შევიკავებ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა კახა ქემოკლიძემ განაცხადა, რომ არამდენიმე საკრებულოში თავმჯდომარის კანდიდატურის დაყენებას გეგმავს, „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ კი მოადგილის პოზიციას სთავაზობს –  არ გააგრძელოთ პოლიტიკური თაღლითობა და არ გაბედოს მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცება ახალი საკრებულოების შეკრებამდე

 

 

კომენტარები
იტვირთება...