გიორგი ვაშაძე: ვითხოვთ, სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას

გაერთიანებული ოპოზიცია, “ძალა ერთობაშია” მოითხოვს, რომ სალომე ზურაბიშვილი რეგისტრაციიდან მოიხსნას.

“ძალა ერთობაშიას” წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე წინასაარჩვნოდ, “საარჩევნო კოდექსის” დარღვევაზე საუბრობს.

“ჩვენ სასამართლოში შეგვაქვს სარჩელი, გამოვიკვლიეთ ყველა ფაქტობრივი გარემოება და ვითხოვთ, სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას, ამას ითვალისიწნებს საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლი, რომელშიც არის ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბარი. არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია – საარჩევნო სუბიექტების, საარეჩვნო სუბიექტების კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად, ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისთვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობათა გადაცემა, მიუხედავად მათი ღირებულებისა, შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისემირი საქონლის, გარდა ამ კანონით გათვალისიწნებული სააგიტაციო მასალის მიწოდება, ან გავრცელება. აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების გადაცემის დაპირებით.

ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, ერთის მხრივ 600 ათას ადამიანზე თაღლითური დაპირება, რომ რაღაც სესხები გაუუქმდებათ, არანაირ 600 ათას ადამიანს არ უუქმდება, მაგრამ ეს არის პირდაპირ ამომრჩევლის მოსყიდვა, მეორე, ყველას კარგად გვახსოვს ხახვები, კარტოფილები, უფასო მეორადი ტანსაცმლის დარიგება, ამ ყველაფრის ვიდეო მასალა გვაქვს, რომელსაც ჩვენ წარვადგენთ სასამართლოში.

ჩვენ სარჩელს თან ერთვის, ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის დასკვნა, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ არჩევნები მასობრივი მოსყიდვის პირობებში მიმდინარეობდა.

ამას გარდა მივმართავთ პროკურატურას და ვითხოვთ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე პრემიერმინისტრის ბახტაძის მიმართ, რომეემაც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, როცა ამ მასობრივ მოსყიდვას აწარმოებდა პირდაპირ ეთერში და კალაძის მიმართ, რომელიც შტაბს ხელმძღვანელობდა, რომელმაც ასევე პირდაპირ დანაშაული ჩაიდინა თავის განცხადებაში.

გვესმის, რომ საქართველოშ სიტყვა გამოძებას შინაარსი აქვს დაკარგული, მაგრამ ჩვენ ამ ყველაფერს ვაფიქსირებთ”, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად