გიორგი ვაშაძე: ვაპირებ მაჟორიტარობას, სავარაუდოდ, თბილისში

ახალი საქართველოს ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე ამბობს, აპირებს მაჟორიტარ კანდიდატად იყაროს კენჭი

ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ ლეიბორისტულ პარტიაში მორიგი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დაახლოებით ორი კვირის ვადაში პარტიები ჩამოყალიბდებიან, მონაწილეობენ თუ არა მაჟორიტარების შეთანხმებაში.

“ალბათ, ორ კვირაში ყველა პარტია ჩამოყალიბდება, მონაწილეობს თუ არა მაჟორიტარების შეთანხმებაში. მე პირადად ვმონაწილეობ და ვაპირებ მაჟორიტარობასაც, სავარაუდოდ, თბილისში”, – თქვა მან.

გიორგი ვაშაძე ასევე აცხადებს:

” “ახალი საქართველოს“ გუნდი იქნება „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ ფორმატით, სადაც არის „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა პარტიები, ასე ვაპირებთ მონაწილეობას“, – განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად