გიორგი ვაშაძე: “ვადასტურებ, რომ ოთხმა ადამიანმა “ნაციონალური მოძრაობა” დატოვა

მე არ ყველაფერს ამდენ ყურადღებას არ მივაქცევდი – განაცხადა "აიპრესთან" საუბრისას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ ნაციონალური მოძრაობიდან რამდენიმე წევრის წასვლასთან დაკავშირებით.

გიორგი ვაშაძემ „აიპრესთან“ გოგა ხაჩიძის, პავლე კუბლაშვილის, ზურაბ ჯაფარიძის და გიორგი მელაძის პარტიიდან წასვლა დაადასტურა.

 „ალოგიკური გადაწყვეტილებაა, რადგან კარგად ხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი დაეცა და ნაცმოძრაობის რეიტინგმა მოიმატა. ამ  ფონზე რამდენად ლოგიკურია მათი გადაწყვეტილება, თქვენ თვითონ შეაფასეთ. ნამდვილად ვადასტურებ, რომ ამ ოთხმა ადამიანმა პარტია დატოვა. ოთხი ადამიანი კი პარლამენტში ვერ შექმნის ფრქაციას.“

 გიორგი ვაშაძის თქმით, კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით განცხადებას "ნაცმოძრაობა" ოთხშაბათს გააკეთებს.

აიპრესი: საუბარია იმაზე, რომ გიგა ბოკერია ქმნის ახალ პარტიას, სადაც გადადიან პავლე კუბლაშვილი, გიორგი ხაჩიძე, ნიკა მელია და ზურა ჯაფარიძე, ადასტურებთ ამ ინფორმაციას?

 გიორგი ვაშაძე: ნიკა მელია რჩება პარტიაში დანარჩენთან დაკავშირებით ვერაფერს მოგახსენებთ, პირადად მათ უნდა ჰკითხოთ, რატომ ტოვებენ პარტიას, თუმცა ვფიქრობ, რომ მათ ახალი პარტიის შექმნის რესურსი არ გააჩნიათ. გიგა ბოკერია ახლაც ნაციონალური მოძრაობის წევრია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად